C. Bechstein – ახლა უკვე საქართველოში

ჩვენ მოხარული ვართ, რომ C. Bechstein Pianoforte AG  წარმოდგენილია საქართველოში. საქართველომ, ჩვენი დროის არა ერთი გამორჩეული მუსიკოსი აჩუქა მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს.

ეს პატარა, უდიდესი მუსიკალური კულტურის მქონე ქვეყანა უაღრესად მდიდარია სასიმღერო ტრადიციებით. როგორც დუდანა მაზმანიშვილმა Deutschlandfunk Kultur – თან ინტერვიუში აღნიშნა – სიმღერა, ქართული ოჯახების განუყოფელი ნაწილია და მუსიკა, ბავშვების უცვლელი თანამგზავრია პატარა ასაკიდანვე.

კომპანია C. Bechstein – სა და დუდანა მაზმანიშვილს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობიდან და თანამშრომლობიდან გამომდინარე, ჩვენ, ბუნებრივია, სიამოვნებით ვუცხადებთ მხარდაჭერას საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალის “Tbilisi Piano Fest” დაარსებას.

„ბრწყინვალე ჟღერადლობა“ წინანდალში

წინანდლის ისტორიულ მამულში, უკვე მეორე წელია სექტემბრის თვეში კლასიკური მუსიკის დიდი დღესასწაული იმართება. 2019 წელს დამკვიდრებული ტრადიცია, მსოფლიო პანდემიით გამოწვეული მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, წელსაც დიდი წარმატებით გაგრძელდა. ამ უმოკლეს დროში, ფესტივალმა უმნიშნელოვანესი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიოს მუსიკალურ-კულტურულ სივრცეში. ცოცხალი ლეგენდების, სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობა და კონცერტების ჟანრული მრავალფეროვნება მყისიერად იწვევს ინტერესესს და იპყრობს სხვადასხვა ასაკისა და მუსიკალური გემოვნების მსმენლის ყურადღებას. ასევე, ნიშანდობლივია ახალგაზრდა თაობის შემსრულებლების ჩართულობაც საფესტივალო ღონისძიებებში. 

17-20 სექტემბერს აუდიტორიის წინაშე წარდგნენ: თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი; საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პიანისტი ნელსონ გიორნერი;  აგრეთვე, ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ოქროს მედლისა და გრან-პრის მფლობელი, პიანისტი ალექსანდრე კანტოროვი და ვირტუოზი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო ნიკა რაჭველი და ქართული ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“.  

ლიზა ბათიაშვილმა წარადგინა ახალგაზრდა თაობის უნიჭიერესი  ქართველი მუსიკოსები: ცოტნე ზედგინიძე (ფორტეპიანო), გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო) და მირიან კვალიაშვილი (ჩელო), რომლებმაც სოლო და კამერული რეპერტუარი შეასრულეს და არაჩვეულებრივი კონცერტი შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას. 

ფესტივალის მთავარი მონაპოვარი კი, მსოფლიო ვარსკვლავი, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პიანისტად აღიარებული მარტა არგერიხი იყო. მან ორი საღამოს განმავლობაში დაუვიწყარი წუთები აჩუქა ფესტივალის სტუმრებს. ნელსონ გიორნერისა და მარტა არგერიხის უაღრესად საინტერესო და მაღალ-პროფესიულმა მუსიკალურმა ტანდემმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ მსმენელზე.   


ყველა კონცერტი შესრულდა წინანდლის ფესტივალის მთავარი პარტნიორის, კომპანია C. Bechstein-ის როიალზე. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ,,ბრწყინვალე ჟღერადობა“ ფესტივალს უწყვეტ ლაიტმოტივად სდევდა თან. 

„Tbilisi Piano Fest“ – 2020

2020 წლის 22-29 სექტემბერს, ქ. თბილისის მერიის პატრონაჟითა და კომპანია C. Bechstein-ის მხარდაჭერით გაიმართა რიგით მეორე საერთაშორისო „თბილისის საფორტეპიანო ფესტივალი“, რომლის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. ფესტივალი, ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

Tbilisi Piano Fest, პანდემიის შედეგად გამოწვეული მუსიკალურ-კულტურული ცხოვრების თითქმის სრული კოლაფსის შემდეგ განხორციელებული ერთ-ერთი პირველი მასშტაბური მუსიკალური პროექტი, ნამდვილ დღესასწაულად იქცა სცენასა და აუდიტორიის წინაშე გამოსვლას მონატრებული მუსიკოს-შემსრულებლებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტებს მოწყურებული მსმენელისათვის. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მუსიკალური საღამოები ღია ცის ქვეშ – ეროვნული სასახლის ისტორიულ ეზოში და არტოს ბაღში; აგრეთვე, ჩატარდა მასტერ კლასები და ვორქშოფები, როგორც ცოცხალ, ისე ონლაინ ფორმატში. 

გაიმართა დაუვიწყარი კონცერტები, მათ შორის: საფორტეპიანო ხელოვნების ცოცხალი ლეგენდის ციპრიენ კაცარისის; ახალგზრდა მუსიკოს-შემსრულებლების მასიმილიანო ფერატის, გაბრიელე რეპორატის, დუდანა მაზმანიშვილისა და მორიც გნანის (დირიჟორი) მონაწილეობით.  

ტრადიციულად, ფესტივალის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს საგანმანათლებლო კომპონენტი, რომელიც სხვადასხვა ასაკის პიანისტს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს გაკვეთილები მსოფლიო რანგის პროფესორებისა და პიანისტებისაგან. ამჯერად, ახალგაზრდა პიანისტებს მასტერ-კლასები ჩაუტარეს ისეთმა არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა, როგორებიცაა: ციპრიენ კაცარისი, მასიმილიანო ფერატი, ჯერომ როუზი, ჯეფრი სუონი, მარიამ ბაწაშვილი, ნიკოლას ნამორაძე და გაბრიელე რეპორატი.

გერმანიიდან მოწვეულმა, C. Bechstein-ის ტექნიკოსმა დაინტერესებულ პირებს ეროვნული სასახლის ულამაზეს სარკეებიან დარბაზში ინსტრუმენტის მექანიზმზე, მისი მოვლისა და აწყობის პრინციპებზე სასაუბროდ და გამოცდილების გასაზიარებლად უმასპინძლა.  

დასკვნითი საღამო საფესტივალო ღონისძიებების რვადღიანი ჯაჭვის ერთმნიშვნელოვანი კულმინაცია აღმოჩნდა. თამამად შეიძლება ნიჭიერების ზეიმი ვუწოდოთ ფესტივალის ფინალურ კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ: 10 წლის ვირტუოზი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე; მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, პიანისტი გიორგი გიგაშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. დახურვის ცერემონიალზე, აგრეთვე, სიგელებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვნდნ მასტერ-კლასებში მონაწილე პიანისტები. 

საღამოს, განსაკუთრებული ელფერი შესძინა კიდევ ერთმა მოვლენამ – Tbilisi Piano Fest-ის ერთ-ერთ მთავარ თანაორგანიზატორს, საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს C. Bechstein -ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ბ-ნ დავით ციცქიშვილმა კომპანიის სახელით კუთვნილებაში გადასცა C. Bechstein-ის ფირმის საკონცერტო როიალი. ეროვნული სასახლის დირექტორმა, ქ-ნმა თიკა რუხაძემ კი, მადლიერების დასტურად სასახლის ერთ-ერთ სადღესასწაულო დარბაზს „ბეხშტაინის“ სახელი მიანიჭა.

საერთო ჯამში კომპანია ბეხშტეინმა გერმანიიდან საქართველოში სულ ექვსი როიალი, მათ შორის ორი C. Bechstein დიდი საკონცერტო როიალი D 282 ჩამოიტანა. ამ დროისტვის როიალები რჩებიან საკონცერტო გამოყენებაში და ყველას, ვისაც სურს რომელიმე ინსტრუმენტის დაქირავება, გამოაგზავნეთ მოთხოვნა/შეკითხვა გერმანულ, ინგლისურ ან ქართულ ენაზე: georgia@bechstein.ge

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: www.bechstein.ge TbilisiPianoFest

C. Bechstein Pianoforte AG

„C. Bechstein Pianoforte AG“ ბერლინი, ევროპაში ერთ – ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი ფორტეპიანოს მწარმოებელია.

დღესდღეობით მეექვსე თაობის ფორტეპიანოს მწარმოებლები, ინჟინრები, ხმის ინჟინრები და სპეციალიზირებული პროფესიონალები აგრძელებენ, კარლ ბეხშტეინის მიერ 1853 წელს ბერლინში დააარსებული კომპანიის ინსტრუმენტებზე მუშაობას და მათ განვითარებას.

შეუდარებელი ჟღერადობის მქონე მძლავრმა საკონცერტო როიალმა იმთავითვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  თავისი დროის ყველაზე ცნობილი კომპოზიტორებსა თუ მუსიკის მოყვარულებზე, რომელთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ფრანც ლისტი.

დღეს C. Bechstein – ის

ქარხანა საქსონიის ქალაქ ზაიფჰენერსდორფში მდებარეობს. 150 საუკეთესო სპეციალისტი დღესაც მონუსხული აგრძელებს ამ ლეგენდარული ბრენდის მემკვიდრეობის გადაცემას მომავალი თაობებისათვის.

ტრადიციებით გამყარებული გამოცდილება და უახლესი კვლევებით მიღებული ცოდნა მუდმივად მიმართულია ინსტრუმენტების განვითარებისაკენ და გამოიყენება გამოიყენება Bechstein-ის, უნიკალური უნიკალური ჟღერადობის კიდევ უფრო დასახვეწად და გასაუმჯობესებლად.

Bechstein- ის ბრენდის სამყარო

C.Bechstein – ის რჩეული ხაზის საკონცერტო ინსტრუმენტებიდან (როიალი და პიანინო) თითოეული, წარმოადგენს ინდივიდუალურად ხელნაკეთ შედევრს.

C. Bechstein Academy არის პრემიუმ კლასის ხაზი, რომელიც შესანიშნავი ხმის პროფილისა და უმაღლესი პროფესიონალური შესაძლებლობის მქონე ინსტრუმენტებს აერთიანებს.

W. Hoffmann გთავაზობთ C. Bechstein Europe – ის მიერ დამზადებულ შესანიშნავი ხარისხის პიანინოებსა და როიალებს ჩეხეთიდან – დამწყებიდან პროფესიონალამდე.

შეღავათიანი ხაზი გახლავთ Zimmermann – საიმედოობა დასაწყისიდანვე.

ეწვიეთ C. BECHSTEIN PIANOFORTE AG – ს ვებსაიტს და შეიტყვეთ უფრო მეტი ჩვენი ინსტრუმენტების შესახებ!

დუდანა მაზმანიშვილის შესახებ

„Bechstein -ის უნიკალური თბილი და ბელ კანტოს ჟღერადობა სიამოვნებაა ჩემთვის!“

დუდანა მაზმანიშვილი

დუდანა მაზმანიშვილი დაიბადა 1980 წელს, თბილისში. უკვე სამი წლის ასაკში მიიღო პირველი ფორტეპიანოს გაკვეთილები დედისგან, ცნობილი პედაგოგის, თამარ აფაქიძისგან. რვა წლის ასაკში დებიუტი შედგა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან. 1998 წელს კი ცნობილმა ქართველა პიანისტმა ელისო ვირსალაძენ სასწავლებლად მიიწვია მიუნხენში, ხოლო 2005 წლიდან სწავლა განაგრძო ნიუ იორკში ჯერომ როუზთან.

პიანისტის წარმატებული საკონკურსო გამოსვლების ნუსხა ვრცელია და საპატიო: ფერუჩო ბუზონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი ბოზენში; ვაშინგტონის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი; ნიკოლაი რუბინშტაინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი პარიზში; ნადია რაიზენბერგის პრემია ნიუ-იორკში და აუგუსტ ევერდინგის სახელობის კონკურსი მიუნხენში. 2006 წელს გამართა კონცერტი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში. ჰარი გოლდსმიტმა ჟურნალ „New York Concert Review“-ში დუდანა მაზმანიშვილი როგორც „წლის აღმოჩენა“ შეაფასა.

დუდანა მაზმანიშვილი ძირითადად ევროპასა და ამერიკაში კონცერტირებს. ბოლო დროს შეასრულა შუმანის საფორტეპიანო კონცერტი ავსტრიაში, ხოლო ამერიკის ტურნეში,  რახმანინოვის მე-2 საფორტეპიანო კონცერტი ნიუ-ჯერსის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჟაკ ლაკომბეს დირიჯორობით . სოლო კონცერტი გამართა ტეხასში შოპენის საზოგადოების მიწვევით და ასევე რეგულარულად გამოდის C. Bechstein -ის საღამოებზე.

გარდა მისი პიანისტური კარიერისა, დუდანა მაზმანიშვილი დიპლომატიურ სამსახურს ეწევა როგორც  საქართველოს საელჩოს კულტურულ ატაშე გერმანიაში და ამით აგრძელებს იან პადერევსკის და პაბლო ნერუდას ტრადიციას, როგორც ხელოვანი დიპლომატიურ სამსახურში.

კონტაქტი

დაუკავშირდით C. Bechstein – ის გუნდს საქართველოში – ჩვენ მოხარული ვიქნებით!

ტელეფონი

+995 599 337057

ელ.ფოსტა

georgia@bechstein.ge

შთაბეჭდილებები საქართველოდან